ირანის შეიარაღებული ძალები უმოქმედოდ არ დარჩებიან და ირანის საზღვაო ბლოკადის გაგრძელებას არ დაუშვებენ, – განაცხადა ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის სამხედრო მრჩეველმა, მოჰსენ რეზაიმ.
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ორშაბათს განაცხადა, რომ ბლოკადის ფარგლებში კურსი შეუცვალა 44 კომერციულ გემს, ორი მწყობრიდან გამოიყვანა, ხოლო ორზე – სამხედრო შემოწმება განახორციელა.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში რეზაიმ ასევე აღნიშნა, რომ ირანი „არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს ჰორმუზის სრუტეში ირანის მარშრუტის გარდა სხვა რომელიმე გზის გახსნას“.
„თუ აშშ ჰორმუზის სრუტის უკანონო მარშრუტზე საბრძოლო ხომალდებს შეიყვანს, ჩვენ მათ სამიზნეში ავიღებთ“, – აღნიშნა მან.
რეზაიმ ვაშინგტონი ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევასა და თავდასხმების დაწყებაში დაადანაშაულა.
„ირანის შეიარაღებული ძალები უმოქმედოდ არ დარჩებიან და ქვეყნის საზღვაო ბლოკადის გაგრძელებას არ შეეგუებიან“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
