საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა საქართველოში საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დიმიტრიოს კარაბალისს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.
დავით დონდუამ საბერძნეთის ელჩს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის შედეგებზე.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, საუბარი ასევე შეეხო რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებით გამაგრების უკანონო პროცესს.
აღნიშნულ კონტექსტში, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. ასევე ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ და სამშვიდობო პროცესში არსებულ დაბრკოლებებზე.
დავით დონდუამ და დიმიტრიოს კარაბალისმა ასევე საქართველო-ნატოს თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
შეხვედრის დასასრულს დავით დონდუამსაბერძნეთის ელჩს მის საქმიანობაში წარმატება უსურვა.
მხარეების მიერ მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა დაფიქსირდა.