ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განიხილა შსს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ასკ-ს 173 16 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოქალაქე თამაზ კოსტავას მიმართ.
თამაზ კოსტავამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შალვა პაპუაშვილს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით თამაზ კოსტავა ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით. ასევე, ჩამოერთვა იარაღის ტარების უფლება 3 წლის ვადით.
კომენტარები
