იან კელი ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტს და მის მოსალოდნელ შედეგებს გამოეხმაურა.
“ვიცე-პრეზიდენტს ექნება ძლიერი გზავნილი, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – ამის შესახებ იან კელიმ ჟურნალისტებს სამხედრო სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2017”-ის გახსნის ცერემონიის შემდეგ განუცხადა.
მაიკ პენსი საქართველოს 31 ივლისს ეწვევა. მისი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმა თავის ვებგვერდზე 29 ივნისს გამოაქვეყნა.
კომენტარები