ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 მოზარდი დაშავდა, ერთ-ერთი კი კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა.
როგორც კლინიკა “მედალფაში“ “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ამ დროისათვის ოთხი მოზარდი სტაციონარში არის მოთავსებული.
ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმედ ფასდება.
“ერთი გარდაიცვალა, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმა ჰქონდა, ოთხი მოზარდი კი კლინიკაში რჩება და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება”,- განაცხადეს კლინიკა “მედალფაში“.
ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები
