ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, იწმინდება საავტომობილო და შიდა საუბნო გზები, საცხოვრებელი სახლების ეზოები.
მათივე ცნობით, ელექტროენერგია აღდგენილია სრულად, ბუნებრივი აირი კი ასამდე ოჯახს არ მიეწოდება, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ამასთანავე, ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ უხვი ნალექის შედეგად ბაღდათის მუნიციპალიტეტში დაიტბორა გზები, სახლების ეზოები და სახნავ-სათესი სავარგულები.
კომენტარები
