საგარეჯოში, მოსამართლემ მოქალაქე გიორგი ქურთიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და ხუთასი ლარით დააჯარიმა. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა აღიარა.
„სასამართლომ გაიზიარა ოქმის შემდგენი ორგანოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და აგრეთვე თავად ამ მხარის ახსნა-განმარტებითაც და საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნული პიროვნება მიიჩნია სამართალდამრღვევად, სახდელის სახედ კი განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში სამართალდამრღვევმა პირმა აღიარა ფაქტის ჩადენა“, – განაცხადა შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის იურისტმა ანი კიკაშვილმა.
კომენტარები
