ეროვნული თავდაცვის აკადემია სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებას აცხადებს.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მსურველებს პროგრამაზე ჩასარიცხად უნდა ჰქონდეთ:
- არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- დარეგისტრირდებიან და ჩააბარებენ ერთიანი ეროვნული გამოცდების საერთო სამაგისტრო გამოცდებს (მაგისტრანტობის კანდიდატები ერთიანი ეროვნული გამოცდების საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაციას გაივლიან ინტერნეტით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.gov.ge; online.naec.ge). რეგისტრაციის ვადები (2026 წლის 6 აპრილი – 11 მაისი), გამოცდების თარიღები და სხვა ინსტრუქციები გამოქვეყნებული იქნება იმავე ვებგვერდზე);
- ჩააბარებენ მისაღებ გამოცდას სპეციალობაში – გასაუბრება (მისაღები გამოცდის თემატიკა გამოქვეყნდება აკადემიის ვებგვერდზე შიდა გამოცდის თარიღამდე, მინიმუმ, ორი კვირით ადრე);
- ჩააბარებენ აკადემიის მიერ ორგანიზებულ ინგლისური ენის გამოცდას STANAG 2/2/2/2 (სტანაგის თაობაზე ინფორმაცია იხილეთ თავდაცვის სამინისტროს ინტერნეტ გვერდზე – https://mod.gov.ge/ge/page/116/stanag-6001 ან თავდაცვის სამინისტროს შიდა პორტალზე – pd – mil.ge/english-text) ან წარმოადგენენ ენის ცოდნის შესაბამისი დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს, მინიმუმ, CEFR B2 (ან შესაბამისი დონის TOEFEL/ILTS/ECL ან სხვა საერთაშორისო ინგლისური ენის გამოცდა) ან წარმოადგენენ დიპლომს/სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს, რომ გავლილი აქვთ ინგლისურენოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა ან სამხედრო საკარიერო კურსი (CCC, CGSC, WAR COLLEGE და ა.შ.);
- სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე, მაგისტრანტობის კანდიდატები პროგრამებზე ირიცხებიან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
- სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის დაწყების თარიღი: 2026 წლის 5 ოქტომბერი
სამაგისტრო პროგრამებზე მიიღებიან:
- თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეები, სამოქალაქო და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები;
- სახელმწიფო უწყებათა მოქმედი მოსამსახურეები;
- პროგრამაზე ასევე დაიშვებიან საქართველოს მოქალაქეობის მქონე სამოქალაქო პირები.
კომენტარები
