დილიდან ბათუმში ინტენსიურად წვიმს. უხვმა ნალექმა ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე პრობლემები შექმნა. ამ დროისთვის დატბორვის გამო, სრულად არის შეზღუდული მოძრაობა აღმაშენებლის ქუჩაზე. რამდენიმე ლოკაციაზე მუშაობენ „ბათუმის წყლის“ ბრიგადები და სპეციალური ტექნიკა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცხელ ხაზზე დატბორვასთან დაკავშირებით 30-მდე შეტყობინებაა შესული. „ბათუმის წყლის“ ბრიგადები გამოძახებებზე მუშაობენ და დატბორილი ტერიტორიებიდან წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობს, სატუმბი სადგურები კი უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებს.
უხვი ნალექის შედეგად, ქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე დაიტბორა კომერციული ფართებიც.
კომენტარები
