სამხრეთ აფრიკაში რამდენიმე საათის ინტერვალით მომხდარ სროლებს 28 ადამიანი ემსხვერპლა, 25 დაშავდა.
უკანასკნელი შემთხვევა, იოჰანესბურგის სიახლოვეს ერთ-ერთ ბარში მოხდა, სადაც შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა, 14 დაშავდა. თავდამსხმელებმა ჯერ ბარის გარეთ მყოფ პირებს გაუხსნეს ცეცხლი, შემდეგ შენობაში შეიჭრნენ. ტერიტორიის დატოვების დროს კი, გარეთ გაჩერებულ ორ ავტომობილს წაუკიდეს ცეცხლი.
პოლიციის ცნობით, დაშავებულთა შორის ადგილობრივების გარდა, არიან ადამიანები ლესოტოდან და ეთიოპიიდან. თავდასხმის მოტივად ძარცვა განიხილება.
კიდევ ერთი თავდასხმა 27 სექტემბერს დილის საათებში, კეიპტაუნთან მდებარე პატარა დასახლებაში, გასართობი ობიექტის მიმდებარედ მოხდა.
ამ დროისთვის, არცერთი ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის.
რამდენიმე დღის წინ, 11 ადამიანი ემსხვერპლა შეიარაღებულ თავდასხმას ქალაქ დურბანშიც.
