კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინა იხდის ფასს ბოლო თვეებში რუსეთზე განხორციელებული თავდასხმებისთვის და მომავალშიც გადაიხდის მას, რადგან მოსკოვის ძალები უკრაინის ტერიტორიაზე სხვადასხვა სამიზნეს სისტემატურად ურტყამენ, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად იყო, რუსეთში სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კიევთან მოლაპარაკებები განეახლებინა, თუმცა უკმაყოფილება გამოთქვა უკრაინის მიერ მოსკოვზე არჩევნების დროს განხორციელებული ფართომასშტაბიანი თავდასხმების (მათ შორის, მისი თქმით, საარჩევნო უბნების დაბომბვის) და ივნისში სანქტ-პეტერბურგზე დრონებით განხორციელებული თავდასხმების გამო, რომელიც ქალაქში მიმდინარე ფართომასშტაბიანი ეკონომიკური ფორუმის დროს მოხდა.
კითხვაზე, თუ როგორ იმოქმედა ამ უკრაინულმა დარტყმებმა მოსკოვის პოზიციაზე სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, კრემლის პრესსპიკერმა განაცხადა: “უკრაინას მოუწევს ფასის გადახდა ბოლო თვეებში განხორციელებული ქმედებებისთვის. სწორედ ეს ხდება ახლა. ჩვენი შეიარაღებული ძალები აგრძელებენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას”.
პუტინმა განაცხადა, რომ ოთხ-ნახევარი წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის მოსაგვარებლად წარდგენილი ყველა წინადადება კვლავ ძალაშია, თუმცა მოსკოვმა უნდა შეაფასოს, რა შედის მის ინტერესებში.
