აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შუალედურ არჩევნებში კონგრესის ორივე პალატაში რესპუბლიკელთა გამარჯვების შემთხვევაში ალაბამის შტატის მოსახლეობას 5000-დოლარიანი ჩეკის გამოწერას ჰპირდება.
ეს განცხადება ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შტატში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა. მისი თქმით, დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანას ეკონომიკური კრიზისი ემუქრება.
„თუ რესპუბლიკელები მოიგებენ წარმომადგენელთა პალატასა და სენატს, მე ამერიკის შეერთებული შტატების ყველა ზრდასრულ მოქალაქეს 5 000 დოლარს მივცემ. გახსოვდეთ, ამის გაკეთება მხოლოდ რესპუბლიკელებს შეუძლიათ. დემოკრატები ამას ვერ შეძლებენ, რადგან ჩვენ უზარმაზარ თანხებს ვიღებთ ტარიფებისა და რეკორდული ეკონომიკური წარმატების ხარჯზე,
მაგრამ თუ დემოკრატები გაიმარჯვებენ, ჩემი აზრით, გექნებათ 1929 წლის მსგავსი ეკონომიკური დეპრესია. ეს კარგი დრო არ იქნება. თუ რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, თითოეულ თქვენგანს ჯიბეში 5,000 დოლარი ექნება და გვექნება ისეთი ეკონომიკური წარმატება ჩვენს ქვეყნისთვის, როგორიც აქამდე არასოდეს გვინახავს“, – განაცხადა ტრამპმა.
