აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერთან, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი აქვს დაგეგმილი.
„ყველაფერი შეთანხმებულია. დღეს მისი დაბადების დღეა“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთანავე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ კიდევ ერთი კონფლიქტის მოგვარება ახლოვდება.
„მე უკვე დავასრულე რვა ომი. ახლა კიდევ ერთის დასრულება ახლოვდება“, – განაცხადა მან.
კომენტარები
