გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მანანა კობახიძის მიერ, თანამდებობის დატოვებას ეხმაურება.
”იქნებოდა ალბათ 2013 წელი. პატარა პერიოდში, ორჯერ ვუყურე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მანანა კობახიძისა და პალ(იკ)ო კუბლაშვილის დებატებს. ორივეჯერ, ქალბატონმა მანანამ წამოაძახა – გურამ შარაძე თქვენ არ მოკალითო?! პირველად – გამიხარდა, მეორედ – გავბრაზდი და საჯაროდ მივმართე ქალბატონს: ან სიტყვას საქმე მოაყოლეთ ან აღარ გაბედოთ მამაჩემის სახელის ხსენება დებატებში მოსაგებად-მეთქი. ის იყო და ის. ხმა ხომ აღარ ამოუღია და არათუ საქმეს წაკრა ხელი, ახლა, როცა საკოსტიტუციო სასამართლოში, გადამწყვეტ ბრძოლაში შეეძლო აგურის დადება, გაიქცა და მახვილი ჩასცა საქართველოს! მახვილი ჩასცა მას, ვინც ყველა გაგებით ქალად აქცია და ალბათ, ბოდიშსაც არ მოიხდის.
ადრე პატივს ვცემდი ქალბატონ მანანას, რადგან მახსოვდა სააკაშვილის ბანდის ზეობისას მისი ციხე-ციხე სიარული პატიმრების დასახმარებლად. ახლა უკვე აღარ ვიცი, იქნებ თავიდანვე „გადაცმული“ იყო.
ვის უნდა ვენდოთ, ვინ შვა და საიდან მოვიდა ამდენი მოღალატე ერთ მუჭა ხალხში, ესაა ჩემი სადარდებელი, თორემ ამ გააზნაურებულმა კაცუნებმა და „ქალბატონებმა“ რა უნდა დააკლონ, თუნდაც, გურამ შარაძის მკვლელობის საქმეს. ვინც ოდნავ მაინც ეცადა, შეხედეთ, რას ჰგვანან და სად არიან!
დედას გეფიცებით, მე მეშინია ხოლმე სხვების მაგივრად. საქართველოს ვერცერთი მოღალატე ვერ გაექცევა ვერც ერის, ვერც ბერის და რაც მთავარია, ღმერთის რისხვას!”


