ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილ ნინო ჭელიძესა და მის 7 წლის შვილს დღეს დაკრძალავენ, უბედური შემთხვევის კიდევ ერთ მსხვერპლ, ჯაბა საყევარაშვილს კი – ხუთშაბათს.
19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას, 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორპუსის მეხუთე სართულზე მცხოვრები შშმ პირი ჰყვება, რომ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.
კომენტარები
