”ელექტროენერგიის ტარიფის საკითხს საბოლოოდ სემეკი გადაწყვეტს, თუმცა ტარიფის ცვლილება დამოკიდებული იქნება სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის, ლარის კურსზე და განხორციელებულ ინვესტიციებზე”, – შესაბამისი განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას გააკეთა:
„მარეგულირებელი კომისია გადაწყვეტს და დაადგენს მეთოდოლოგიის მიხედვით საბოლოო ტარიფს. როდესაც ხდება გადახედვა, შესაძლებელია რომ შემცირდეს, შესაძლებელია გაიზარდოს. ეს არის ძალიან ბევრ ფაქტორზე დამოკიდებული, მათ შორის, განხორციელებულ ინვესტიციებზე, ლარის კურსზე და სხვადასხვა ფაქტორებზე, რომელიც არის დასათვლელი და შესაფასებელი“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.
„თელასმა“ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით სემეკ-ს გეგმური სატარიფო განაცხადით მიმართა.