თბილისის მერია ჭავჭავაძის N 82-ში ხეების მოჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
”თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა მიიღო შპს „მესხი“ -ს განცხადება, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე – ჭავჭავაძის გამზ N 82-ში 2 წლის განმავლობაში ვერ ახორციელებდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წინაშე ნაკისრ საინვესტიციო ვალდებულებას – ტერიტორიაზე სავალი გზის მოწყობას, რისთვისაც ითხოვდა ხეების მოჭრის ნებართვას. საკადასტრო ტერიტორიაზე არსებული 90 ფოთლოვანი და წიწვოვანი ხიდან, კანონით გათვალისწინებული რეკომენდაციის შესაბამისად, ნებართვა გაიცა 8 ხის მოჭრაზე, ხოლო გადარგვის ნებართვა გაიცა 6 ხეზე.
კომპანია იღებს ვალდებულებას, მოჭრილი ხეების სანაცვლოდ, დარგოს ხეები და მოაწყოს მწვანე სივრცე”, – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები