ირმა ინაშვილი ნინო ბურჯანაძეს პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს.
“არავითარი შეთანხმება ქალბატონ ბურჯანაძესთან არ გვქონია ოპოზიციის საერთო კანდიდატთან დაკავშირებით. მას ამ თემაზე არც ჩემთან ჰქონია შეხვედრა და საუბარი და მითუმეტეს, არც დავით თარხან- მოურავთან. პარტიები ამ ინიციატივას განიხილავდნენ ერთ-ერთ შეხვედრაზე და მორჩა. სხვა გაგრძელება ამ დისკუსიას არ მოჰყოლია, ამიტომ სრულიად გაუგებარია ჩემთვის ბურჯანაძის განცხადებები რაღაცა N- შეთანხმებასთან დაკავშირებით და ჩვენი დადანაშაულება ოპოზიციური ერთობის დარღვევაში. არავის არაფერს არ ვურღვევთ. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს. ვფიქრობ, რომ ნინო ბურჯანაძეს არასწორ ინფორმაციას აწვდიან… ან, უბრალოდ, ადგილი აქვს პოლიტიკურ სპეკულაციას. თუ ჩემი კანდიდატურის წინააღმდეგნი არ იყვნენ ბურჯანაძე, კუკავა და ლორქიფანიძე, არც ახლაა გვიან. იმოქმედონ სახელმწიფოებრივად და მხარი დაუჭირონ ჩემს კანდიდატურას. ტყუილის ტირაჟირება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა მე ნორმალურ საქციელად არ მიმაჩნია”-წერს ინაშვილი.