„ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დღეს ხანძრის ლოკალიზება მოხერხდეს“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლოკალიზებასთან მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით.
„ვითარება არ არის მარტივი, მიუხედავად იმისა, რომ გათენებისთანავე დაიწყო აქტიური მუშაობა ლოკალიზაციისთვის, გარკვეული კერების ლოკალიზება მოხერხდა, მაგრამ ხანძრის სრულად ლოკალიზება ჯერ ვერ ხერხდება. ასევე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოსახლეობას არ შეექმნას საფრთხე. გვაქვს მობილიზება დამატებითი რესურსების, თუ იქნება საჭირო ამ რესურსებსაც გამოვიყენებთ“, – ამბობს ჯანელიძე.
კომენტარები