ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება, – შესაბამის აქტს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
არჩევნების თარიღის დანიშვნას პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია სჭირდება. შესაბამისი აქტი პრემიერთან უკვე გადაგზავნილია.
„საზოგადოება და პოლიტიკური ძალები თარიღის თაობაზე ინფორმირებული ორი თვით ადრე იყვნენ, ახლა ეს კონკრეტული დოკუმენტია, რომელიც გამოიცა და გადაგზავნილია კონტრასიგნაციისთვის“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
კომენტარები