ჩვენი კანდიდატები არიან ის ადამიანები, რომლებიც შეძლებენ თბილისის განვითარების პროცესში ჩერთონ ახალი ენერგიით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
“მათ შორის არიან გამოცდილი პოლიტიკოსები, არიან ქალი პოლიტიკოსები, ახალგაზრდები. საზოგადოებას შევთავაზებთ ისეთ შემადგენლობას, რომელიც თბილისის მომავალი განვითარების გარანტი იქნება. მათ ექნებათ საზოგადოების ნდობა და შესაბამისი კვალიფიკაცია.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ამაზე მსჯელობა არ დასრულებულა. ამის შესახებ საზოგადოებას უახლოეს პერიოდში ვაცნობებთ. რაც შეეხება პროპორციულ სიას, როგორიც მაჟოროტარი კანინდატების შემთხვევაში იქნება განახლება”, – განაცხადა თალაკვაძემ
კომენტარები