რამდენიმე წუთის წინ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
მთაწმინდის რაიონში კენჭს „ქართული ოცნებიდან” ჯაბა ჯიშკარიანი იყრის.
ორი კანდიდატი გიორგი მუსხელიშვილი და გიორგი ბირბიჩაძე ვაკის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებენ.
საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატები ავთანდილ ცინცაძე, დავით უთმელიძე და ვახტანგ შაქარაშვილი არიან.
თემურ გიორგაძე მმართველმა გუნდმა კრწანისში წარადგინა.
ისანში „ქართული ოცნება“ სამი კანდიდატით წარდგება. ესენი არიან: რევაზ სოხაძე, გიორგი ტყემელაძე, გიორგი დოხტურიშვილი და ქეთევან მამულაშვილი.
ჩუღურეთში კენჭს რიმა ბერაძე იყრის.
დიდუბის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები არიან ვლადიმერ ძნელაძე და თამარ შურღაია.
ნაძალადევში პრემიერმა თამარ ტალიაშვილი, დავით ჭელიძე, მიხეილ ამაშუკელი და ალექსანდრე ხუჯაძე წარადგინა.
4 კანდიდატით წარდგება არჩევნებზე მმართველი გუნდი გლდანშიც. შალვა ოგბაიძე, ოთარ გრიგოლია, გულია გოცირიძე და ქეთევან ჯოხაძე მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის იბრძოლებენ.
გიორგი კვირიკაშვილმა კანდიდატებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის კანდიდატები თვითმმართველობის არჩევნებში იქნებიან, როგორც ძველი, ასევე ახალი სახეები.
თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა
2017/09/01 21:04:13
კომენტარები
ნანახია: 1171 ჯერ