ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“რამდენიმე პოსტს გადავავლე თვალი. ეს, ეტყობა, მარტო საქართველოში ხდება: კაცი სოციალურ ქსელში 3 კომენტარს გამოაცხობს და ცოტა ხანში სამყაროს უმტკიცებს, რომ გამოჩენილი ბლოგერი და ანალიტიკოსია. მეორე კაცი 7-ჯერ გამოვა ტელევიზიით, შვიდჯერვე სიბრიყვეს და სისულელეს ილაპარაკებს, მაგრამ სამყაროს შეაწუხებს,- რეიტინგული პოლიტიკოსი ვარო. მესამე კაცი სახლში ზის, კარს რომ სახელური მოძვრეს, იმას ვერ დაამაგრებს და ამ დროს “ფეისბუქში” ცნობილ არქიტექტორს ასწავლის,- შენობა როგორ დააპროექტოს. მეოთხე ტიპია, ვითომ ნიჰილისტი… რა პოლიტიკა, რომელი არჩევნები… და ყველა პარტიას ცალ-ცალკე წერს,- შენ გაძლევ ხმასო. მეხუთეცაა… ერთი კანდიდატის საარჩევნო შტაბში მუშაობს, ხელფასს იღებს და კონკურენტს საჯაროდ წერს,- როგორ მინდა, შენ გაიმარჯვოო. მეექსვეცაა ჩუმადაა და მხოლოდ კითხულობს. პატივს ვცემ ასეთებს. უფრო გულწრფელები არიან.”-წერს ინაშვილი.