საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმის, დავით სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინაში საქართველოს საელჩოსთვის ჯერ არავის მიუმართავს.
”არსებობს წესები. როცა რაღაც ხდება საელჩოს ატყობინებენ ამის შესახებ და ეს არის ოფიციალური დასტური. ჩვენ გავეცანით ამ ინფორმაციას მედიაში. ვამოწმებთ ჩვენი არხებით, თუ რამდენად შეესაბამება ის სიმართლეს. საელჩოსთვის ამ ეტაპზე არავის მოუმართავს”, – განაცხადა გელა დუმბაძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ინფორმაციით, უკრაინაში მისი ძმა დააკავეს.
კომენტარები