პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცაგერის მერობის კანდიდატის, ავთანდილ უგრეხელიძის განცხადებით, თვითმმართველობის გაძლიერების მიზნით ძალისხმევას არ დაიშურებს.
მისივე თქმით, ძლიერი თვითმმართველობების შექმნა ძლიერი ქვეყნის წინაპირობაა.
„ბუნებრივია, ვაცნობიერებთ, რომ როგორც ყველგან, ცაგერის მუნიციპალიტეტშიც უამრავი პრობლემა არსებობს. სწორი პოლიტიკით, რასაც მთავრობა თვითმმართველობის გაძლიერების კუთხით ახორციელებს, ჩვენს ენერგიასა და ძალისხმევას მოვახმართ იმას, რომ ეს პრობლემები ეტაპობრივად გადაიჭრას და ძლიერი თვითმართველობა შევქმნათ, რაც ძლიერი საქართველოს წინაპირობაა“, – განაცხადა ავთანდილ უგრეხელიძემ.
ავთანდილ უგრეხელიძის კომენტარს პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
კომენტარები