ჩვენ გვაქვს მზაობა, ჩავერთოთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ხანძარი არის საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს ხელისუფლების ინტერესია, მოხდეს ცეცხლის ლიკვიდაცია.
„ხანძარი არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს ტყე ეკუთვნის საქართველოს. ჩვენი პირდაპირი ინტერესია, რომ მოვახდინოთ ცეცხლის ლიკვიდაცია. მე ამ ეტაპზე არ შემიძლია დეტალურად მოგაწოდოთ ინფორმაცია, თუ როგორ მოხდება ჩვენი ძალების ჩართვა. მთავარი არის, რომ ჩვენ ამის მზაობა გვაქვს, გვაქვს იმის მოლოდინი, რომ როგორც ამის შესაძლებლობა იქნება, ჩვენ ჩავერთვებით ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში. ჩვენ შემთხვევაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის, რომელიც ძირითად კომუნიკაციაზეა. ასე რომ, როგორც ჩემთვის ცნობილია, მზაობა არსებობს“, – აცხადებს სესიაშვილი.