”აზოვის” ეროვნული ბატალიონი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უარყოფს და მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
„აზოვის“ ეროვნულმა ბატალიონმა უარყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომლის მიხედვით, დანაყოფის ერთ-ერთი ნაწილი უკრაინის დასავლეთ საზღვარზე გადაისროლეს, რათა უკრაინაში დაბრუნებაში ხელი შეუშალონ.
„2017 წლის 5 სექტემბერს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „აზოვის“ პოლკის ნაწილი გამოყვანილი იყო ანტიტერორისტული ოპერაციის ზონიდან და გადასროლილი იყო უკრაინის დასავლეთ საზღვარზე, რათა სააკაშვილს ხელი შეუშალონ უკრაინაში მოხვდეს. ეს სიცრუეა. „აზოვის“ პოლკი არასოდეს ტოვებს ანტიტერორისტული ოპერაციის ზონას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ სამხედრო ტექნიკა გააგზავნა „კრაკოვეცის“ გამშვები პუნქტისკენ, რომლის გავლითაც ის 10 სექტემბერს უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს.