პოლიტიკა როგორც არ მიზიდავდა, ისევ არ მიზიდავს, მაგრამ განათლება ძალიან მიზიდავდა და მიზიდავს – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გადაცემა “პოლიტიკაში“ განაცხადა.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, თუ როგორ შეეგუა ის ახალ თანამდებობას, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა,რომ შეგუება საკმაოდ რთულია, რადგან საჯარო სამსახურში დიდი ხანია არ უმუშავია.
“შეგუება საკმაოდ რთულია, ჩემი ერთ-ერთი პირველი სამსახური საჯარო სექტორში იყო, მაგრამ მას მერე ისე მოხდა, რომ სულ ბიზნესში და არასამთავრობო სეტქორთან მქონდა შეხება, ცოტა რთულია მართალი გითხრათ, ჯერჯერობით ჰალსტუხიც მიჭერს. პოლიტიკა როგორც არ მიზიდავდა, ისევ არ მიზიდავს, მაგრამ განათლება ძალიან მიზიდავდა და მიზიდავს, და ჩემი დათანხმების გასაღებიც ამაშია, რომ თუ გედარდება, აქ არისო. მქონდა ჩემი მოსაზრებები, ძალიან ბევრ ჩემს კოლეგასთან და მეგობართან მისაუბრია ამ თემაზე ლექციების ფარგლებშიც და სხვა ფორმატშიც. რჩევები მიღებული მქონდა, მოსაზრებებიც ჩამოყალიბებული და ამიტომ საფუძვლიანად ფიქრი მომიწია, მაგრამ საბოლოო ჯამში, გადავწყვიტე ,რომ დავთანხმებოდი“,-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ალექსანდრე ჯეჯელავა: მიჭირს ახალ თანამდებობასთან შეგუება, ჯერჯერობით ჰალსტუხიც მიჭერს
2016/06/17 23:37:07
ნანახია: 1813 ჯერ