მარგველაშვილი და ბოკერია დიდი ხნის მეგობრები არიან და შესაძლოა, მათ შეხვედრაზე ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სულაც არ იყო საუბარი, – ამის შესახებ რამაზ საყვარელიძემ “პირველ პრესკლუბში” განაცხადა.
საყვარელიძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტსაც და “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას, გამართული შეხვედრის შესახებ განმარტება უნდა გაეკეთებინათ.
“მარგველაშვილი და ბოკერია დიდი ხნის მეგობრები არიან და შესაძლოა, მათ შეხვედრაზე ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სულაც არ იყო საუბარი. ვფიქრობ ასეთ შემთხვევებში, მეტი სიცხადისთვის, პრეზიდენტსაც და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატსაც შესაბამისი განმარტება უნდა გაეკეთებინათ, ამით ამოიწურებოდა თემა. მსგავსი პრეცედენტი გიორგი კვირიკაშვილისა და გია გაჩეჩილაძის შეხვედრის დროსაც იყო, თუმცა პრემიერმა მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მეგობრული შეხვედრა ჰქონდათ”, – აღნიშნა ექსპერტმა.