მოსკოვში “ახალი ამბების ნაციონალური სამსახურის” რედაქტორი ალექსანდრ რუბცოვი მოკლეს. რედაქტორის ცხედარი მისსავე ბინაში დედამ იპოვა.
რუსული მედიის ცნობით, გარდაცვლილს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული. გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ ჟურნალისტის მკვლელობა პირად მოტივებს უკავშირდებოდეს.
ალექსანდრ რუბცოვი 35 წლის იყო. ის ოთხ რადიოში მუშაობდა.
კომენტარები