ნაძალადევის რაიოში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. გზის ფრაგმენტული შეკეთება სააკაძის ქუჩაზე, დადიანის მე-2 მ/რ-ის მე-2 კორპუსთან მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე ამ ეტაპზე ასფალტის ძველი ფენა იხსნება. სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე ახალი ბორდიური მოეწყობა, გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ასფალტის საფარი დაიგება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ფინანსდება.
კომენტარები