გუდაურში დაშავებული შვედეთის მოქალაქის მოსანახულებლად „მედიქლაბ ჯორჯიაში“ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მივიდა. სერგეენკო პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრულ ინფორმაციას მიიღებს. ამის შესახებ 1tv წერს.
“მედიქლაბ ჯორჯიას” სამედიცინო დირექტორის, გიორგი გოცაძის ინფორმაციით, ორსული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დამატებითი გამოკვლევების შემდეგ გადაწყვეტენ, გაწერონ თუ არა პაციენტი დღეს კლინიკიდან.
კომენტარები