„საქნახშირი“, სადაც დღეს გამთენიისას ტრაგედია დატრიალდა, ჰოლდინგ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ერთ-ერთი შვილობილი კომპანიაა.
ჰოლდინგი „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ („ჯი–აი–ჯი“) საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ჯგუფს წარმოადგენს, რომლის ხელმძღვანელი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი სახე დავით ბეჟუაშვილია.
დირექტორთა საბჭოს 7 წევრი ჰყავს. მათ შორის არიან: დავით ბეჟუაშვილი და მისი ძმა გელა ბეჟუაშვილი, ყოფილი პარლამენტარი და პარტია „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი სახე ლევან ვეფხვაძე, ზურაბ გელენიძე, ზურაბ გოზალიშვილი და ჯამბულ ჯაყელი.
„საქნახშირის“ გარდა, ჰოლდინგი კიდევ რამდენიმე კომპანიას აერთიანებს, როგორიცაა „ნეოგაზი“, „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“, „ტიფლის სითი“ შპს „ევროპული სკოლა“, სს „ქართული ლუდის კომპანია“. რესტორანი „კიოტო“, შპს „გლობალ ტრანსი” და შპს “ინდუსტრია კირი“.
ლევან ვეფხვაძე
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ („ჯი–აი–ჯი“) საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ჯგუფს წარმოადგენს, სადაც 4000-მდე დასაქმებული თანამშრომელი მუშაობს.
კომპანიაში, კომბინირებული წლიური გაყიდვებიდან 160 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი ფიქსირდება.
შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს, გამთენიისას ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედურ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას, უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.