მეუფე იობის ქადაგებაზე, რომლის ფარგლებშიც მან „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დაწყევლა და შეაჩვენა, ტელეკომპანიის ჟურნალისტმა კომენტარის გაკეთება ფოთისა და ხობის ეპისკოპოსს სთხოვა, რაზეც მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რომ სასულიერო პირები ყველას ლოცავენ:
„საპატრიარქოს განცხადებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მე ვარ სინოდის წევრი და არა ადმინისტრაციის. მე, როგორც სინოდის წევრი გეუბნებით, სინოდის სხდომა რომ შეიკრიბება მერე, ალბათ ვიმსჯელებთ იმ საკითხებზე, რაც აქტუალურად მიმაჩნია. ჩვენ გლოცავთ თითოეულ ადამიანს, ამისთვის ვართ. ვლოცავთ ადამიანებს, რომ სიკეთის სამსახურში იყოთ“- ამბობს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი.
კომენტარები