ქუთაისში მსუბუქი ავტომობილი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ის მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროსთან” მოხდა.
“ტროტუარზე ვიდექით, ზებრაზე უნდა გადავსულიყავით. ამ დროს დიდი სიჩქარით მომავალი მანქანა ტროტუარზე ამოვარდა და გოგონას დაეტაკა,” – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
დაშავებული უგონო მდგომარეობაში იმყოფება. ბავშვი თავს კარგად გრძნობს.
კომენტარები