სასამართლო სხდომაზე, სადაც „ქართული მარშის“ დაკავებული წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობენ ბრალდებულმა ლადო სადღობელაშვილმა მოსამართლეს მიმართა რომ არ მოექცეს პროკურორების გავლენის ქვეშ. სადღობელაშვილის თქმით, ის სთხოვს მოსამართლეს, გაითვალისწინოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც.
მისი განაცხადებით, მალე საქართველო ისევე იამაყებს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილით, როგორც ამაყობს მოსამართლე ეკა არეშიძით. ეკა არეშიძე ის მოსამართლეა, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოიტანა განაჩენი.
სასამართლო ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავს. დაცვის მხარე მოითხოვს ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. აღნიშნულ შუამდგომლობას არ იზიარებს პროკურატურა.
კომენტარები