გაზეთ ,,ქრონიკა+“-ის რედაქტორის ბრალდებას ,,პოსტსკრიპტუმთან“ სატელეფონო კომენტარში პასუხობს საქართველოს ახალგაზრდული ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი გაბედავა, რომელიც ფირების გავრცელებასთან რაიმე კავშირს უარყოფს.
„დაკითხვაზე კი ვიყავი პროკურატურაში ორჯერ, მაგრამ დაკითხვაზე ვიყავი იმის გამო, რომ ჩემთან კომენტარებში დაიდო ეს ლინკები, პირადშიც გამომიგზავნეს ასევე. ელისო კილაძეს თუ მიუწვდება ხელი საგამოძიებო მოქმედებებთან, მაშინ ძალიან დიდი პრობლემა ჰქონია საქართველოს პროკურატურას იმიტომ, რომ ინტრიგან ხალხს არ უნდა ჰქონდეს პროკურატურასთან არანაირი შეხება, მითუმეტეს ასეთ საქმეზე. თუ ელისო კილაძეს ამ საქმის ბოლომდე მიყვანა მართლა უნდა, ასეთ რაღაცეებს არ უნდა ლაპარაკობდეს. რომც იყოს და გამოძიება ჩემზე მართლა მუშაობდეს, მე ძალიან მარტივად შემიძლია მივიმალო დამნაშავე რომ ვიყო. ხომ ხვდებით რასაც გეუბნებით. ელისო კილაძე იქეთ არის დასაკითხი და დასაკავებელია, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანის საქმე, რომელიც ბოლომდე უნდა მიეყვანა პროკურატურას, აი ასე წინასწარ ილაპარაკა და ძალიან ბევრი გაიქცა საქართველოდან. მე გაქცევას არ ვაპირებ იმიტომ, რომ არ ვარ დამნაშავე და არავის შიში არ მაქვს,“-განაცხადა გიორგი გაბედავამ.
წყარო: rustavi2.com