ესპანეთში ხარმა კორიდას დროს 29 წლის ტორეადორი ვიქტორ ბარიო მოკლა.
„ბი-სი-სის“ ინფორმაციით, კორიდა ქალაქ ტერუელში მიმდინარეობდა და ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. კადრებში ჩანს, როგორ დაესხა ხარი მამაკაცს თავს.
ვიქტორ ბარიო ესპანეთის ქალაქ ტერუელში გამოდიოდა, როდესაც მას ხარი დაეჯახა და სასიკვდილო ზიანი გულ-მკერდის არეში მიაყენა. ექიმებმა მატადორის დახმარება ვერ შეძლეს.
მომხდათან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რაჟოიმ მწუხარება გამოთქვა. ესპანეთის მთავრობის მეთაური კორიდას მხარდამჭერად ითვლება
კომენტარები