„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო. ამის შესახებ “კვირას” თბილისის მერიიდან აცნობეს.
“პირველ ეტაპზე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დავით გურამიშვილის გამზირზე, კერძოდ, „კინო საქართველოს“ მიმდებარე ტერიტორიიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ განხორციელდა, სადაც 126 ერთეული საახალწლო სანათი მოწყობილობა დამონტაჟდა”,- აცხადებენ მერიაში.
სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, „თბილსერვის ჯგუფი“ საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების მონტაჟს ყოველწლიურად, ნოემბრის პირველ რიცხვებში თბილისის გარეუბნებიდან იწყებს და დეკემბრის შუა რიცხვებამდე ასრულებს.
კომენტარები