თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ეკინ ოზთურკმა (Akin Ozturk), სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში მონაწილეობა აღიარა.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს, სადაც ასევე ნათქვამია, რომ გენერლის “აღიარება” გაურკვევლობას ბადებს.
გენერალი ოზთურკი უმაღლესი სამხედრო საბჭოს წევრი იყო. სამხედრო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით მასთან ერთად ასზე მეტი გენერალია დაკავებული.
კომენტარები