თურქეთის სასამართლომ 80-ზე მეტი სამხედრო მაღალჩინოსანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მათ შორისაა საჰაერო ძალების სარდალიც. გავრცელებული ცნობა, რომ თითქოს აკინ ოზთურმა ამბოხების ორგანიზების ბრალი აღიარა, არ დადასტურდა.
გავრცელებული ცნობით, ამბოხებასთან კავშირისთვის ორი პილოტი დააპატიმრეს, რომლებმაც შარშან ნოემბერში რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდეს.
თურქეთში კვლავ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს. გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოყვანილია ჯავშან მანქანებიც.
სტამბოლში კი დღეს ქვეყნის პრეზიდენტს ელოდებიან. გავრცელებული ცნობით, ტაქსიმის მოედანზე გადატრიალების მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართება, რომელსაც რეჯეპ ტაიპ ერდოღანი დაესწრება. მანCNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში სიკვდილით დასჯის შემოღების მხარდაჭერა არ გამორიცხა.