აშშ-ის „რესპუბლიკურმა პარტიამ“ კლივლენდში მიმდინარე პარტიულ ყრილობაზე წინასაარჩევნო პარტიული პლატფორმა მიიღო, სადაც საქართველოცაა ნახსენები.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პარტია არასდროს შეეგუება აღმოსავლეთ ევროპაში საზღვრების შეცვლას, იქნება ეს საქართველო, უკრაინა თუ სხვა.
“რუსეთის მეომრულ განწყობებს დავხვდებით იმ სიმტკიცით, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლა გამოიწვია. ჩვენ არ მივიღებთ აღმოსავლეთ ევროპაში ძალისმიერი გზით გამოწვეულ ნებისმიერ ტერიტორიულ ცვლილებას, იქნება ეს უკრაინა, საქართველო თუ რომელიმე სხვა ქვეყანა და ჩვენ გამოვიყენებთ კონსტიტუციით დაშვებულ ყველა ზომებს იმისთვის, რომ პასუხისმგებლობა დაეკისროს ყველას, ვინც აგრესიასა და მკვლელობებს მიმართავს. ჩვენ გამოვდივართ მოწოდებით, მეტი ყურადღება დაეთმოს აშშ-ის დიპლომატიაში, სავაჭრო პოლიტიკასა და სტრატეგიულ დაგეგმარებაში საბჭოთა იმპერიის ყოფილ ნაწილს, ევრაზიის ქვეყნებს“, – ნათქვამია „რესპუბლიკური პარტიის“ წინასაარჩევნო პლატფორმაში.