2015 წელს მსოფლიოში სიკვდილით დასჯილთ რაოდენობაა, წინა წელთან შედარებით, გაორმაგდა. ამის შესახებ ნათქვამია უფლებადამცველ ორგანიზაცია Amnesty International-ის ანგარიშში. ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ წელს 1634 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ ეს რეალური რიცხვი შესაძლოა, ბევრად მაღალი იყოს, რადგან ზოგიერთ ქვეყანაში აღნიშნული ინფორმაცია გასაიდუმლოებულია.
“2015 წელს ჩვენს მიერ დაფიქსირებული სიკვდილით დასჯის რაოდენობის დრამატული ზრდა უპირველეს ყოვლისა ეხება ირანს, პაკისტანსა და საუდის არაბეთს”, – ნათქვამია ანგარიშში.
ირანში გასულ წელს 977 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, პაკისტანში – 326, ხოლო საუდის არაბეთში 158. დასავლეთის ქვეყნებში სასიკვდილო განაჩენის აღსრულების მხრივ პირველ ადგიზლე აშშ-ა, სადაც 2015 წელს 28 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით.
Amnesty International-ის მონაცემებში გათვალისწინებული არ არის ჩინეთში აღსრულებული სასიკვდილო განაჩენები, რადგან აღნიშნული ინფორმაცია ამ ქვეყანაში გასაიდუმლოებულია. თუმცა უფლებადამცველები დარწმუნებულები არიან, რომ ჩინეთში გასულ წელს ათასობით ადამიანი დასაჯეს სიკვდილით.