ანდრეი შევჩენკო ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთან ანდრეი პაველკოსთან ერთად ოდესის ოლქს ეწვია და მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. სწორედ ოდესაში იგეგმება 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების გამართვა ფინეთის წინააღმდეგ. პაველკომ და შევჩენკომ სააკაშვილთან განიხილეს ამ მატჩების ორგანიზაციული გეგმები.
დელეგაციამ აგრეთვე მოინახულა საზღვაო ჯარისკაცები, რომლებიც ფეხბურთის დიდი გულშემატკივრები არიან. ჯარისკაცები შეხვედრამ ძალიან გაახარა. თავის მხრივ, სტუმრებმა ჯარისკაცებს ბურთები და სხვა საჩუქრები გადასცეს.
კომენტარები