უცხოური მედიის ცნობით, თურქეთში პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაცვის 283 წევრი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების მიზეზი მათი სამხედრო გადატრიალების მცდელობაში შესაძლო მონაწილეობა გახდა. ამ დრომდე ქვეყნის მასშტაბით სამსახურიდან 60 000-მდე ადამიანი დაითხოვეს. როგორც თურქეთის ვიცე-პრემიერმა, ნურეტინ ჯანიკლიმ განაცხადა, გადაყენებული 60 000-მდე ადამიანი „ყინულის მხოლოდ ერთი ნაწილია“ და პირობა დადო, რომ კიდევ ბევრ ადამიანს შეეხება მკაცრი სანქციები.
დაკავებულ და დათხოვნილ საჯარო მოსამსახურეებს შორის 9000-ზე მეტი პოლიციელი, 3000 მოსამართლე და 6000 სამხედროა. ასევე გათავისუფლებულები არიან სკოლისა და უნივერსიტეტის მასწავლებლები და ლექტორები.
კომენტარები