27 იანვარს სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით შეხვედრა 11:00 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ დაიწყება, სადაც შეხვედრის მონაწილეები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, რომ სამუშაო ჯგუფში შედიან: საპარლამენტო უმრავლესობის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები.
სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას არ მიიღებს არასამთავრობო სექტორის ნაწილი, კერძოდ „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“. მათ აღნიშნულ საკითხზე განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენა და არჩევა მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განახლებული შემადგენლობის პირობებში და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ უნდა გაგრძელდეს.
27 იანვარს სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება
2019/01/26 22:14:32

ნანახია: 586 ჯერ