“სად არის აქ ლობირება? აქ არის ჯანსაღი მიდგომა”, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ბრალდებას, რომ თითქოს ის, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, უზენაეს სასამართლოში დასანიშნ მოსამართლეთა სიას ლობირებდა.
„საზოგადოებრივი ინტერესი ამაზე მაღალია, შესაბამისად, მიიღო პარლამენტის თავმჯდომარემ ასეთი გადაწყვეტილება. სად არის აქ ლობირება? აქ არის ჯანსაღი მიდგომა. ჯანსაღი მიდგომა გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ადეკვატურები უნდა ვიყოთ საზოგადოებრივი განწყობისა და შევქმნათ ისეთი ინსტრუმენტები, რომელიც ამ კონსტიტუციურ პროცესს, რომელიც კანონმდებლობის ჩარჩოებშია თავიდან ბოლომდე, კიდევ უფრო მეტად გააჯანსაღებს. ამაზეა მხოლოდ საუბარი და სწორედ ამ მიზნით ვართ აქ შეკრებილი,“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. პარალელურად კი “რედისონთან” სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობის შეცვლას ითხოვენ. ამასთან, აქციის მონაწილეთა განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და დეპუტატი დავით მათიკაშვილი არიან ის ადამიანები, რომლებიც ლობირებენ მოსამართლეთა სიას, რაც საზოგადოებისთვის მიუღებელია.
დავით მათიკაშვილი – სად არის აქ ლობირება?
2019/01/27 17:48:11

კომენტარები
ნანახია: 2119 ჯერ