საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების შესაძლო გავრცელებაზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ პირადი ჩანაწერების ამსახველი ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება ამორალურია.
საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა სამართალდამცველებს მოუწოდა, აღნიშნული საქმე მაქსიმალურად საფუძვლიანად გამოიკვლიონ.
„პირადი ჩანაწერების ამსახველი ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება ამორალურია. მე მქონდა პირადი კომუნიკაცია სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებთან. მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მაქსიმალურად ჩაყვნენ ამ საქმეს და გამოიკვლიონ, რასთან გვაქვს რეალურად შეხება. ასევე გაირკვეს, არიან თუ არა სხვა მოწმეები, უნდა ჩაეძიონ და აუცილებლად უნდა დადგინდეს, ზუსტად რასთან გვაქვს საქმე. საქმე ეხება პარლამენტის წევრს, აქედან გამომდინარე, მე პირადად, ბოლომდე ჩავყვები ამ საქმეს, რათა სამართალდამცავმა ორგანოებმა ზედმიწევნით გამოიკვლიონ ყველაფერი. თუ „ფეისბუქით“ ხდებოდა ამ ინფორმაციის გავრცელება ან სატელეფონო საშუალებით, მით უმეტეს, ძალიან მარტივი უნდა იყოს გამოძიება, შესაბამისად, ეს იქნება ჩვენი თხოვნაც და მოთხოვნაც სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, ბოლომდე ჩაყვნენ ამ საქმეს და გამოიძიონ, ვინ ავრცელებდა ასეთ რამეს. ჩემი პირადი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, პარლამენტის წევრს თუ ეხება საქმე, იქ განსაკუთრებულად უნდა დავინტერესდე. თუმცა, რა თქმა უნდა, როცა საქმე ეხება ასეთ ამორალურ აქტს, იქ ნებისმიერ შემთხვევაში, გამოძიება უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება დავით ჭიჭინაძეს, როცა ის აღნიშნულ საქმეში ირაკლი კობახიძის წილ პასუხისმგებლობაზე საუბრობდა, კობახიძე ამბობს, რომ ჭიჭინაძე არ არის მისი გუნდის წევრი და მის განცხადებებზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
“მე პირადად, ბოლომდე ჩავყვები ამ საქმეს, რათა სამართალდამცავებმა ზედმიწევნით გამოიკვლიონ ყველაფერი”
2019/01/29 13:10:34
კომენტარები
ნანახია: 525 ჯერ