თუკი ვინმეს რაიმე ილუზია ჰქონდა დარჩენილი სასამართლოს დამოუკიდებლობის თაობაზე, ეს ილუზია და განცდა გაანადგურა გუშინ, ეთერში მოსამართლედ წოდებულმა დიმიტრი გვრიტიშვილმა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი ხელმძღვენელი ეკა ბესელია აცხადებს.
დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, რომ სასამართლო სისტემის პრობლემების ამაზე უარეს ლუსტრირებას ვერავინ მოახდენდა.
„ყველა შრომა რაც ჩაიდო ეს წლები – თავად გაანადგურა. კომენტარიც კი ზედმეტია იმაზე რაც იკადრა! ეს არის სახე დღეს მართლმსაჯულების! უფრო იოლად გასაგებია, რა უნდა შევცვალოთ! ახლა თურმე კრიტერიუმებს თავად წერს – საკუთარ კანდიდატურას რა მოარგოს. ჯალათის როლიდან კანონმდებლის როლში მოისურვეს ყოფნა. კარგად გვაჩვენეს – რა უნდა შევცვალოთ და რატომ!“ – წერს ეკა ბესელია“ფეისბუქის“ გვერდზე.