ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, ქეთევან წამებულის ქუჩაზე 7 ადამიანის გარდაცვალება მხუთავი აირით, ჩO-თი მოხდა. მისივე ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.
„ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მოხდა უბედური შემთხვევა, რის შედეგადაც გარდაცვლილია 7 ადამიანი. წინასწარი მონაცემებით, ეს არის მხუთავი აირით, ჩO-თი გარდაცვალება. რაც შეეხება სხვა დეტალებს, ადგილზე უკვე მიმდინარეობს გამოძიება და იმედია, მალე გვექნება შედეგები. ამ 7 ადამიანის გარდაცვალება დადასტურებულია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. დაშავებულები არ არიან, სამწუხაროდ, 7 ადამიანი გვყავს გარდაცვლილი“, – განაცხადა სერგეენკომ.
კომენტარები